ვფიქრობ, ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმებზე უნდა დაუშვან,- ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში, ალბათ, მას დაბრუნების უფლებას მისცემენ, მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.
გეიტსის თქმით, სოციალური მედიის კომპანიები ტრამპის დაბრუნების შესაძლებლობას გამონახავენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ დონალდ ტრამპს სოციალური მედიის გიგანტებმა ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს.











