გერმანიაში დღეიდან ლოქდაუნი ამოქმედდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის მაშტაბით დაიხურა სკოლები. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ზომები მცირედით შემსუბუქდება შობის დღესასწაულზე – ერთ ოჯახს ოთხი ახლო მეგობრის მიღება შეეძლება. შეზღუდვები 10 იანვრამდე იქნება ძალაში.











