გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის გადაიდო.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, 5 აგვისტოს გახდება ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, რომელზეც მხარეებმა დღეს შუამდგომლობები დააყენეს.
ასევე, 5 აგვისტოს ჩაინიშნება საქმის არსებითი განხილვის თარიღი.
ცნობისთვის: დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ექვსი არასრულწლოვნის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.











