ცოტა ხნის წინ გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ვალერი გელბახიანიც ადასტურებს.
როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, დაახლოებით 2 საათის წინ გოგი წულაიამ გონება დაკარგა და დაეცა.
„მოგეხსენებათ ბატონი გოგი შიმშილობს. 10 დღეში 15 კილო დაიკლო, კიდურები გაუშავდა. ცოტა ხნის წინ მან გონება დაკარგა და დაეცა. საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.“ – ამბობს ვალერი გელბახიანი.
ცნობისთვის, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.











