პარტია „თავისუფალი საქართვლოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა. მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მან პროტესტის ნიშნად დაწვა.
ის ამბობს, რომ ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. წულაიას თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.
გოგი წულაიასთვის ბიუჯეტის პროექტის დაწვა პირველი შემთხვევა არ არის. მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა.
ავტორი: კესო მოლაშხია











