fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა

19:28 August 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ავჭალაში მდებარე ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები, დაცულია საცხოვრებელი სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, შენობების ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორისგან განსხვავებული რეჟიმი და დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით. აღნიშნული შენობის გარეთ მოეწყო სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ასევე საერთო დარბაზი სატელევიზიო გადაცემების საყურებლად და სამაგიდო თამაშებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრალური მართვის ოთახი დაათვალიერა, საიდანაც ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორის ვიდეო-მეთვალყურეობა ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკით და სისტემებით.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ახალი ინსტრუქცია დამტკიცდა. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, დოკუმენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ევროპის საბჭოსთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

ახალი შენობების მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

თეგები: ვახტანგ გომელაური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია – ვახტანგ გომელაური

October 8, 2021
801
მთავარი ამბავი

ვახტანგ გომელაური ბათუმში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა

October 8, 2021
773
პოლიტიკა

შს მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

September 27, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია