გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გითხარით, რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის იყო ცნობილი, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება.
გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშნველოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე ”,- განაცხადა ბოკერიამ.










