„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და მანდატების აღებას.
მისი თქმით, განმარტება, რაც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, ამომწურავი იყო.
„გრიგოლ ვაშაძე გახლავთ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე. მან გააკეთა განცხადება და შემდეგ ამაზე კითხვები, რომ გაჩნდა მან გააკეთა განცხადება, მგონია რომ ამომწურავი იყო.
მთავარია, რომ ჩვენი პარტია განაგრძობს პროტესტს. არ ვგეგმავთ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ მანდატების აღებას და ბუნებრივია ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, ეს არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.











