გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ჩაცხრილული ახალგაზრდა 41 წლის სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ გეჯეთის მკვიდრი იმედა ჩიქობავაა.
იგი სოფელში ცხოვრობდა მოხუც დედასთან ერთად და სამუშაოდ გურჯაანში სამი თვის წინ წავიდა.
იმედას დედა შურა ჩიქობავა “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ბოლოს შვილს 5 დღის წინ ესაუბრა.
„კარგად ვარო დედაო მითხრა, სამი თვეა რაც წავიდა სამუშაოდ, ვენახში მუშაობდა. მშრომელი ბიჭი იყო ჩემი ბიჭი. როგორც გავიგეთ,შემთხვევით მოკლეს ჩემი შვილი, სხვის მაგივრად”,- ამბობს დედა.
მეზობლების ცნობით, იმედა კეთილშობილი და მშრომელი ბიჭი იყო და სჯერათ იმ გავრცელებული ვერსიის, რომ იგი შემთხვევით სხვის მაგივრად მოკლეს.
41 წლის მამაკაცს მეუღლე ზუგდიდელი ყავს და არ ჰყავდა შვილი.
შეგახსენებთ, ჯერ დაუდგენელმა პირმა, ახალგაზრდა მამაკაცი 41 წლის იმედა ჩიქობავა ავტომანქანაში ხეცხლსასროლი იარღით ჩაცხრილა. იმედა ჩიქობავა ადგილზე გარდაიცვალა.
სროლის შედეგად დაჭრილია კიდევ სამი პირი, მათ შორის ერთი, გურჯაანში კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი მამაკაცი.
ინფორმაციისთვის,დილით ადრე გურჯაანში ჩასული იმედა ჩიქობავა და ასევე სენაკელი მურმან მესხია მიდიოდნენ ვენახის სამუშაოებზე, მალხაზ ბადუაშვილთან. ის მათ ფულს უხდიდა. ისინიც 4 პირთან ერთად ისხდნენ ბადუაშვილის მანქანაში.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი:თეა შონია











