იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც ხვალ, 26 მაისს შეიკრიბება, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს, აგრძელებს თუ არა მუშაობას, მათ შორის იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას.
დიმიტრი გვრიტიშვილი დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით, არ არის დარწმუნებული, რომ საბჭოს 4 ახალ წევრს დაამტკიცებენ.
“კონფერენციაზე პირველი საკითხი იქნება დღის წესრიგის განსაზღვრა – კონფერენცია აგრძელებს თუ არა მუშაობას, მათ შორის წევრების არჩევას”. – თქვა მან ფორმულასთან.
დიმიტრი გვრიტიშვილმა გუშინ, 23 მაისს თქვა, რომ “მოსამართლე წევრების დანიშვნა არ უნდა გადაიდოს, საბჭო პარალიზებული იქნება”.
26 მაისს დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი.











