20 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში განახორციელებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ნაძალადევის რაიონში: მანჯგალაძის ქუჩას და I-II შესახვევს; ახალდაბის, დადიანის, ლიკანის და ურიდიას ქუჩების ნაწილს, მახალდიანის, რკინიგზის, ხიმშიაშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, ჩაქვის, კონსკაიას, ხევსურეთის, ლეჩხუმის და სვანეთის ქუჩებს.










