პოლიციამ იმერეთში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.
არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











