ინდოეთში დაუდგენელი დაავადებით 300 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი მოქალაქე კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ელურუს რაიონში ინფიცირებულთა რიცხვი შაბათს, შუაღამისას 55 იყო, კვირას დილით 170, საღამოსთვის 270-მდე გაიზარდა, შუაღამისას კი 315-მდე. პაციენტებს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ეპილეფსიის მსგავსი სიმპტომები.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა თითოეულ ოჯახში მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
გამოჯანმრთელების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და 170-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.











