ინდოეთში კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ექვსივე მათგანი დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთში დაბრუნებული პირია.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.
https://ptn.primetime.ge/ratom-miipqhro-kovidis-akhalma-shtamma-metsnierebis-qhuradgheba-ra-unda-vitsodeth-mis-shesakheb-mimokhilva/











