“ტყუილად დაკარგული 6 თვე”, – ასე აფასებს არჩევნების შემდეგ განვითრებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირალი ზარქუა.
ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ შეთანხმების დოკუმენზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიცია სააკაშვილის ტყვეობისგან გათავისუფლდა.
“რაც მთავარია, ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილისა და ბოკერიას ტყვეობისგან. დღეს ქართველი ხალხის არჩევანმა გაიმარჯვა. გული მწყდება, რომ დრო დავკარგეთ ამ უაზრობაზე,”- აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ.










