ირანში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის ახალი შტამი ირანის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა.
ის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მოათავსეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულის მიერ ვირუსის ნათესავებისთვის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.











