შევჩენკო საქართველოზე შეყვარებული პოლიტიკოსია, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს სტუმრობას.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ გვინდა შევჩენკოსნაირი ადამიანები გვერდში უნდა დავიყენოთ.
“მე პირადად ვიცნობ მაქსიმ შევჩენკოს. ის პუტინის დაუძინებელი მოწინააღმდეგე და საქართველოზე დიდად შეყვარებული პოლიტიკოსია. ასეთი ხალხი მოსკოვშიც და ყველგან უნდა წავახალისოთ და გვერდით დავიყენოთ. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის უზარმაზარი ბაზრის დაბრუნება სამომავლოდ. ამიტომ ჩემი უდიდესი თხოვნაა ნუ გადავვარდებით რუსოფობიურ ისტერიკაში ეს ვნების მეტს არაფერს მოგვიტანს შევჩენკოსნაირებს ჩვენ თვითონ უნდა ვიწვევდეთ და ვახალისებდეთ პროქართულ ლობს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. ესაა პრაგმატული გზა. ყვირილი და ღრიალი ვერასოდეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ამას შესაბამისი ამინდი სჭირდება”, – წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო ოკუპაციის კანონისა და კორონაპანდემიის რეგულაციების დარღვევით საქართველოში იმყოფებოდა.











