„ისეთი შთაბეჭდილება კი მრჩება ხანდახან, რომ სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი”, – ასე ეხმაურება დეპუტატი ლადო კახაძე „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მაინც თანხმობაზე გავა, გარე სამყარომ უნდა დაინახოს, რომ რაღაცაზე ვთანხმდებით – მიტევებაზე, ერთმანეთისადმი ხელის გაწვდენაზე, გაჭირვებულის დახსნისთვის ვთანხმდებით. სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიტანოთ ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მას მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.










