fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისნის საოლქო საარჩევნო კომიიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ორი პირი დააკავეს

01:28 November 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
999
ნახვა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი ავრცელებს.

კობალაძე და ხუსკივაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იყვნენ დაბარებული, სადაც, ადვოკატების ცნობით, ორივე მათგანი დააკავეს ქრთამის შეთავაზებისა და მუქარის მუხლებით.

„აკაკი კობალაძე დღეს შუადღისას მოიყვანეს მოწმის სტატუსით. იმის შემდეგ, გაჩერებული ჰყავდათ ამდენი ხანი. ნახევარი საათის წინ კი, უცბად წაუყენეს აბსურდული ბრალი, რომ მის ბავშვობის მეგობარზე ახორციელებდა მუქარას, დაშინებას და ქრთამიც შესთავაზა თითქოს. ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს ნამდვილად პოლიტიკური დაკვეთაა და ეს პოლიცია არაფერ შუაშია, დარწმუნებული ვარ. ისინი უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. ვისგან მოდის დავალება, ალბათ ეს ისედაც ნათელია.

ბოლომდე თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებულნი. უბრალოდ, მოწმის სტატუსით გამოკითხეს ადამიანი და უცებ მოხდა დაკავება, მუხლებიც უცებ წაუყენეს. მაგრამ ოფიციალურად, დოკუმენტურად ბრალი არ არის წარდგენილი და შესაბამისად, რა იქნება შიგნით ჩაწერილი, არავინ იცის.

ცოტა დაიბნენ იმაზე, რომ ესენი ბავშვობის მეგობრები აღმოჩნდნენ და ამან გამოიწვია ამდენხანს დროში გაჭედვა პროცედურების. მაგრამ ზოგადად, საუბარი არის იმაზე, ოლქის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თითქოს ახორციელებდა მუქარას და იძულებას. ახლა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – განაცხადა აკაკი კობალაძის ადვოკატმა, დავით ჩომახაძემ.

აკაკი ხუსკივაძის ადვოკატის, თამილა ქუთათელაძის თქმით, ხუსკივაძე ცუდად გახდა და პოლიციის შენობაში სასწრაფო გამოიძახეს. თამილა ქუთათელაძის განცხადებით, პოლიციას მათთვის დაკავების ოქმი არ გადაუცია.

შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მეგობარმა, ზაალ ზაალიშვილმა დღეს გამოკითხვისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა პირებმა – აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ თედო გობეჯიშვილს თანამდებობიდან ხმაურით წასვლა და 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გააფრთხილეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პატიმრობა ემუქრებოდა. ზაალ ზაალიშვილის ინფორმაციით, თედო გობეჯიშვილი ამ პირებთან შეხვედრის შემდეგ აღელვებული იყო, რის შესახებაც მას უამბო.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.

თეგები: დაკავებათედო გობეჯიშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გენერალი გიორგი კალანდაძე დააკავეს

December 19, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

November 22, 2021
780
სამართალი

თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

November 16, 2021
813

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია