პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
სააგენტო UNIAN-ის ინფორმაციით, ტიმოშენკო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის.
იულია ტიმოშენკოს შვილს, რომელსაც, ასევე კოვიდ-19 დაუდგინდა, ვირუსის იოლი ფორმა აქვს.
შეგახსნენებთ, რომ იულია ტიმოშენკოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცი 23 აგვისტოს გახდა ცნობილი.











