დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში გზა გადაკეტა.
დაკარგული გოგონას ოჯახი საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს. ამ დროისათვის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, არ ჰყავს ადვოკატი.
„მატყუებენ, რომ გარაჟებში და ეზოებში შედიან, მაგრამ არსად ყოფილან…ჯარი დაგვახმარონ, ადამიანს არ ვგავარ” – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
ოჯახი ითხოვს სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, საქმის კურსში ჩააყენონ და წვდომა ჰქონდეთ კამერებისა და სატელეფონო ჩანაწერებზე.
23 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა.
სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარებოს, სამუშაოებში ჩართულია 60-მდე პოლიციელი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათზე გავიდა. ის ვერცხლისფერი “ჰიუნდაით” გადაადგილდებოდა.
12 საათზე მანქანა მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში. მისი კვალი უკვე სოფელ გოლთეთში იკარგება.











