აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ ტრამპი არჩევნებს წააგებს და წასვლაზე უარს იტყვის, მას სამხედროები გააცილებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ბაიდენი ამბობს, ის ღელავს, რომ დონალდ ტრამპი ნოემბერში დაგეგმილი საპეზიდენტო არჩევნების „მოპარვას“ შეეცდება. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ თუ ტრამპი წააგებს და არჩევნების შედეგებს მაინც არ აღიარებს, მაშინ მას თეთრი სახლიდან სამხედროები გააცილებენ.
„ეს ჩემთვის ყველაზე მეტადაა შემაშფოთებელი. ეს პრეზიდენტი არჩევნების „მოპარვას“ აპირებს“,- განაცხადა ბაიდენმა.
თუმცა, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ტრამპი ამას.











