„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და 17 აპრილის დილის 08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის III-დან VIII მ/რ-ს ჩათვლით, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგი წმინდას. ხერგიანის, წინამძღვრიშვლის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, თეთრი ტბის ქუჩასა და დასახლებას, კობახიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კობერიძის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, პატარა ტბისა და მიმდებარე ქუჩებს.
რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში შენგელიას, ხიზანიშვილისა და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე წყლის დინებას გამოიწვევს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge










