„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კოპმანიის ინფორმაციით, 10 თებერვალს აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდებათ.
„ხვალ, 10 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 11 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: დიღმის მასივის I კვარტალს, ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს. მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, ემხვარის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ დიღომში – მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, ი. დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს. ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.










