„ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, შეხვედრის დეტალებს, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, ძნელია, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, რასაც ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. შეხვედრის დეტალებს, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა.











