fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა: არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ

13:15 July 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
817
ნახვა

განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო, ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით სიტყვას მაგრამ, არავითარი მაგრამ! არ შეიძლება, იმის გამართლება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია.

მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ კადრები რაც ვიხილე, შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს მკაცრად გაკრიტიკებული. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ.

მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება?! ეს ყოვლად მიუღებელია. ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯია – მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ.

ოფისების დარბევის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება იყოს რამენაირად გამართლებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. არსებობს კადრები და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. მსურს, მოსახლეობამ, პირველ რიგში, იხილოს თუ რაოდენ გამჭვირვალე იქნება გამოძიება. ეს ვერც დაიმალება, კადრებზეა ყველაფერი ასახული. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას და რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებას ამ ქმედებებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ასევე ნახეთ:

 

  • „სახელმწიფოს მარცხი“ – საერთაშორისო მედია „თბილისი პრაიდზე“ წერს
  • “თუ ვინმეზე დამწყდა და ჩამწყდა დღეს გული, ვარლამია” – ნანკა კალატოზიშვილი
  • ჩემი გეი ნაცნობები დებენ ჰომოფობიურ პოსტებს! მეტი ჩიხი რა უნდ იყოს – სტეფანე
  • ქალმა, რომელიც დაბმული ჰყავდათ და 9 ბავშვი გაუყიდეს, შესაძლოა, შვილები იპოვოს – შემთხვევა ყვარელში
  • შემზარავი ტრაგედია – სენაკში აფეთქებულ მანქანაში ბაბუა და შვილიშვილი დაიღუპნენ
  • პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო – თეა წულუკიანი

თეგები: კახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

December 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

November 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

October 9, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია