18 წლის ბიჭზე ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერტიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1 პირი – 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკვეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლის საამრთლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შემთხვევა იორმუღანღლოში მოხდა.
სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭი ქვებით სცემეს











