კახეთში, ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებს მოქალაქეს პოლიციამ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაგნო. პოლიცია მამაკაცს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა.
სამართალდამცველები დაკავებულს, ერთი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტს ედავებიან.
დაკავებულს დაპირისპირება საკუთარ თანასოფლელთან მოუხდა, რომელმაც მას წარსულში, ავტომანქანა დაუზიანა.
ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ახალგაზრდებს შორის, 4 თებერვალს მოხდა.
ინფორმაციას ძებნილის დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











