კანადაში უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, არ შეუშვებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ სურს, საფრთხე დაემუქროს იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია.
ჯერჯერობით უცნობია როდის შეუშვებს კანადა არავაქცინირებულ ტურისტებს ქვეყანაში.
კანადამ, მიმდინარე კვირიდან, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის კარანტინის ვალდებულება გააუქმა.











