თბილისში დაკარგულ ავსტრალიელ ტურისტს 100-მდე მაშველი ეძებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, შეინა ბრუკის სამძებრო სამუშაოების მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.
„ჩვენი მეგობარი, შეინა ბრუკი დაიკარგა მთაწმინდაზე ლაშქრობისას დღის მეორე ნახევარში. ბოლოს მისგან შემაშფოთებელი ზარი შემოვიდა. კივილი ისმოდა, შველას ითხოვდა. მას შემდეგ მისგან არაფერი გვსმენია. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩაერთო“, – დაწერა დაკარგული გოგოს მეგობარმა „ფეისბუქზე“.











