აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი შეინიშნებოდა და ამიტომ
კაპიტოლიუმის კომპლექსის ჩაკეტვა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე, კაპიტოლიუმის შენობასთან მისვლა ნებადართული არ არის.
კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან იმ მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რომლებიც ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიციას ესწრებოდნენ.











