ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
„ამ საღამოს დაახლოებით 21:30 საათზე (2021 წლის 7 იანვარს) შეერთებული შტატების პოლიციის ოფიცერი ბრაიან დ. სიკნიკი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანებების გამო”, – ნათქვამია აშშ-ს პოლიციის განცხადებაში.
ის კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლიდან მუშაობდა.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











