თეთრი სახლის პრესმდივნის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას განაგრძობს.
ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტი კვლავინდებურად მონაწილეობს არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცესებში. ამომრჩეველთა კოლეგიის გუშინდელი კენჭისყრა საკონსტიტუციო პროცესის ერთ-ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა კეილი მაკინენიმ.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.











