„კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანეთს“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
იგი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გააკრიტიკა.
„სამარცხვინო განცხადებაა, ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე. როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, როცა კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანთს და დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90- იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას. ეს ხალხი იყო გადაფოფრილი ამ ქვეყანაზე და იდგა ჩვენს შორის. ის ხალხი რომ არ ყოფილიყო, ვერც შეთანხმება იქნებოდა და კრიზისი კი არა, სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით ალბათ. როგორ შეიძლება ამის მერე მადლიერების ნაცვლად, ადამიანს მოღალატე უძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი, მაგრამ შალვა ნათელაშვილია და მისგან რა უნდა გაგიკვირდეს?!”- განაცხადა ელისაშვილმა.










