ხელვაჩაურში დღეს მომხდარ ქურდობაში სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. დამნაშავე ფანჯრიდან შევიდა საცხოვრებელ სახლში. წინააღმდეგობის გაწევის დროს სახლის მეპატრონეს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











