fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტიდან და არა ქუჩაში – აშშ-ის ყოფილი ელჩი

12:42 November 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
926
ნახვა

აშშ-ის ყოფილი ელჩი ბაჰრეინის სამეფოში და  პოლიტიკური კონსულტანტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.

როგორც ადამ ერელი „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში აღნიშნავს, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პარალმენტში იმ ხმებს გამოიყენებს, რაც მიიღეს და სისტემურად ეცდება რაიმე შეცვალოს.

როგორც ყოფილი ელჩი ამბობს, „ხმა პარლამენტიდან უნდა ისმოდეს და არ ქუჩიდან“.

„ოპოზიციას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია. დემოკრატიის ნაწილია, რომ შენ აღიარებ დამარცხებას და მეორე დღეს იღვიძებ და აგრძელებ ბრძოლას სისტემის შიგნით. დემოკრატები არ იყვნენ ბედნიერნი იმით, რომ 2016-ში ტრამპმა გაიმარჯვა, თუმცა მათ საკუთარი მომხრეების ქუჩაში გამოყვანა არ დაუწყიათ ან უარი არ უთქვამთ მთავრობას შეერთებოდნენ. ერთია, როდესაც წარადგენ საჩივარს ან იწყებ იურიდიულ დავას სახელმწიფო უწყებების გავლით, ეს სამართლიანია და კანონიერი, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ იწყებ მხარდამჭერების მობილიზებას სისტემის დასამხობად, აქედან გამომდინარე, ჩემი კომენტარი იქნებოდა, რომ თუ პრობლემა გაქვს შედეგებთან, აწარმოე დავები სასამართლოსა და სახელმწიფო უწყებებში, მაგრამ არ შეიყვანო ქვეყანა ჩიხში და ძალით არ უბიძგო კონფორნტაციისკენ, რაც ძალიან საშიში და გაუთვალისწინებელი ტაქტიკაა.

რთულია მომდევნო დღეებში მოვლენების განსაზღვრა, თუმცა გეტყვით, რომ 5-მა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და მოხვდა პარლამენტში, რაც ადრე გამორიცხული იქნებოდა, ამიტომ მე რომ ამ პარტიების ადგილას ვყოფილიყავი საქართველოში, მენდომებოდა შესაძლებლობის გამოყენება, მენდომებოდა ჩემი ადგილი პარლამენტში და ჩემი ხმის მიწვდენა. ეს ხმა პარლამენტიდან უნდა ისმოდეს და არა ქუჩაში. ჩემი რჩევა იქნება, რომ გამარჯვების შემთხვევაში აიღო ის, რაც გეკუთვნის და არ მოისროლო ის სადმე იმ მიზნით, რომ მეტი მიიღო. იმუშავე სისტემის შიგნით, იმისთვის, რომ გააუმჯობესეო ის. ჩემთვის ეს იქნებოდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ მენახა ქართველების მიერ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაფართოების შანსის დაკარგვა, იმიტომ რომ მათ არ მიიღეს ის ოდენობა, რაც მათ სურდათ“ – აცხადებს ადამ ერელი.

ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა როგორც გუშინ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხდა, თითქმის ყველა პარტია ერთ აზრზე თანხმდება.

რა მოხდება, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს გამოუცხადებს და პარლამენტში არ შევა

თეგები: 2020 წლის არჩევნებიოპოზიცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

December 3, 2021
764
პოლიტიკა

“ამ საძაგლობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”- ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

December 1, 2021
783
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივაზე უარს ამბობს

November 26, 2021
827

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია