კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს „შაქარას“ სახელობის სტიპენდია დაენიშნოთ.
„ძალიან ტრამვირებულია მისი გუნდიც. ჩვენ ალბათ დროთა განმავლობაში შევძლებთ, რომ ვანუგეშოთ ოჯახი. საბურთალო ერთი ოჯახია. ჩვენ უკვდავყოფთ მის სახელს. „შაქარას“ სახელზე სტიპენდია დაენიშნებათ ფეხბურთელებს.” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.











