კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი ბევრად უფრო გადამდები აღმოჩნდა, ვიდრე ვირუსის აქმადე ცნობილი სხვა ვარიანტები. მეცნიერები იმედს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე ამყარებენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავარ ეპიდემიოლოგ სალიმა აბდულ ქარიმზე დაყრნობით წერს,
კორონავირუსის ახალი ვარიანტი – 501.V2 – გასული წლის ბოლოს აღმოაჩინეს. სწორედ მის გამო დაიწყო ქვეყანაში ინფიცირების მეორე ტალღა, რომელმაც დღეში დაახლოებით 21 000 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია. ახალი ვარიანტი 50%-ით მეტად გადამდები აღმოჩნდა ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით.
გაირკვა, რომ კოვიდის სხვა ვარიანტების გადატანის დროს წარმოქმნილი ანტისხეულები ნაკლებად ეფექტურია 501.V2-ის მიმართ.
მეცნიერების თქმის, ახალი ვარიანტის ვირუსი მარტივად ადაპტირდება და იცვლება, მაგრამ იმედოვნბენ, რომ უკვე არსებული ვაქცინები მის მიმართაც ეფექტური აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი სამხრეთ აფრიკაში გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მოგვიანებით მან დიდ ბრიტანეთამდეც მიაღწია, სადაც უკვე მუტირებდა ვირუსის სულ სხვა სახეობა.
სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტების თქმით, 501.V2 დაავადების მძიმე ფორმის პროვოცირებას ახდენს უფრო ახალგზარდა ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სხვა თანმხლები დაავადებები.











