ლონდონის Imperial College-ის კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელის, ვენდი ბარკლეის განცხადებით, კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთში ვრცელდება, უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს.
„ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს. ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა ამ მუტაციების გამო ქცევა შეიცვალოს“,- განაცხადა ვენდი ბარკლეიმ.











