აღმოსავლეთ კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ხუთივე დაღუპული ბორტზე მყოფი პირია. ვერტმფრენი ოლგინიდან გუანტანამოსკენ, მოკლე მანძილზე მიფრინავდა. დაღუპულთა ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.











