„მეგობრებო საქართველოში ნაციონალური მოძრაობიდან! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს!“ – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში ნაციონალური მოძრაობიდან! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს! საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიციაა, რომ მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იგივეს ვიხილავთ საქართველოში!“, – წერს კუბილიუსი.
My dear friends from UNM in Georgia! I would like to urge you to sign the agreement and join the Parliament! ??needs strong & constructive parliamentary opposition to make control of the government effective. It is how democracy works in Europe! Hope to see the same in Georgia!
— Andrius Kubilius (@KubiliusA) May 11, 2021










