„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი, შესაძლოა, მამუკა ხაზარაძე იყოს. აღნიშნულს სააგენტოსთან პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ფიქრია ჩიხრაძე ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციაში „არარეალური არაფერია“.
„მამუკა პარტიის თავმჯდომარეა და არაფერი ამაში არარეალური არ არის. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ საარჩევნო სუბიექტად არ ჩამოვყალიბებულვართ. ჩვენ ახლა ვყალიბდებით, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. როდესაც საარჩევო სუბიექტებზე იქნება საუბარი, ეს დეტალები მაშინ დაზუსტდება“,- განაცხადა ჩიხრაძემ.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატი შევა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










