ლესბოსელ წყვილზე მოძალადე პირი, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა.
ინფორმაციას ამის შესახებ Tbilisi Pride-ის წარმომადგენლები ავრცელებენ.
ცნობისთვის, თბილისში ლგბტ წყვილს 35 წლამდე ასაკის კაცი თავს დაესხა. როგორც „პრაიმტაიმს“ „თბილისი პრაიდის” წევრმა, გიორგი თაბაგარმა განუცხადა, მეზობლები, რომლებიც ძალადობის ფაქტს ესწრებოდნენ, დაზარალებულებს არ დაეხმარნენ.
დაკავებულს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 3 მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა)











