პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობია გამოცხადების პროცესი დაიწყო.
გიორგი გახარიას კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია; იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინა.
ამასთან, არ არის გამორიცხული, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.
რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.
ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.











