ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მას სახელმწიფოს მეთაურის მოწმობა გადასცა.
ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბელარუსის არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80,1%-ის მხარდაჭერა მიიღო.
შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ეს ლუკაშენკოსთვის პრეზიდენტობის უკვე მე-6 ვადაა
P.S. რუსულ მედიაში თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ლუკაშენკოს პოსტიდან გადადგომის შესახებ.











