კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის 4 თვის განმავლობაში დახურული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი – ლუვრი ვიზიტორებისთვის დღეს გაიხსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუზეუმში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებეს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება. ასევე, ვიზიტორთა რიცხვი ლიმიტირებულია.
ის გალერიები, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია, კვლავ დახურული იქნება.
მუზეუმს ყოველწლიურად 10 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა საფრანგეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადის.
ცნობისთვის, ვიზიტორებისთვის ეიფელის კოშკი 25 ივნისს გაიხსნა.











