კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, მადრიდის ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას უცხოელ ექიმებს სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რეგიონული მთავრობის მეთაურის მოადგილის თქმით, მადრიდი მზად არის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან 300 ექიმი დაიქირავოს.
მადრიდის რეგიონი ასევე მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, 222 პოლიციელი გამოყოს, რომლებიც რეგიონში კარანტინის წესების დაცვაში დაეხმარებიან ადგილობრივ სამართალდამცველებს.
ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევები ზრდის გამო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.











