მაიკ პომპეომ ჯონ ბოლტონს მოღალატე უწოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა იმ ამონარიდების მიხედვით, რომლებიც გამოქვეყნდა, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლტონი უამრავ ცრუ ინფორმაციასა და ტყუილს ავრცელებს. სამწუხაროა, რომ ბოლტონის ბოლო საზოგადოებრივი როლი არის მოღალატეობა. მოღალატე, რომელმაც ხალხის ნდობა ბოროტად გამოიყენა და ამერიკას ზიანი მიაყენა.
წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა იმ ამონარიდების მიხედვით, რაც ვნახე, ცხადია, რომ ის ცრუობს. სამწუხაროა, რომ ის მოღალატე აღმოჩნდა, რომელმაც ხალხის ნდობა ბოროტად გამოიყენა და ამერიკას ზიანი მიაყენა.
მთელს ჩემს მეგობრებს მსოფლიოში მივმართავ – თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპის ამერიკა მსოფლიოში სიკეთის ძალაა“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
ცნობისთვის, ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში წერს, რომ 2018 წელს ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პირველი სამიტის დროს პომპეომ ბოლტონს წერილი გადასცა, სადაც ეწერა, რომ „ის (ტრამპი) სრულ ბოდვას ამბობს“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.
ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდია აღწერილი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – რა გავიგეთ ჯონ ბოლტონის მემუარებიდან – მთავარი მესიჯები











