მალის პრეზიდენტი, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა გადადგა. მან მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
„ხელისუფლების შესანარჩუნებლად სისხლისღვრა არ მსურს. თუ დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ეს მათი ჩარევით დასრულდეს, მაქვს მე რეალურად არჩევანი?“,- განაცხადა კეიტამ.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისე ამბოხებულმა სამხედროებმა დააკავეს და ბამაკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა 2018 წელს მეორე ვადით აირჩიეს.










