მალის სამხედრო ოფიცრებმა დროებითი მთავრობის პრეზიდენტი, პრემიერ -მინისტრი და თავდაცვის მინისტრი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
დაკავებას წინ, მთავრობის შემადგენლობის განახლების შედეგად, ორი სამხედროს მიერ თანამდებობების დაკარგვა უძღვოდა.
ინციდენტს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. გაერო სამხედროებს დაკავებულების „დაუყოვნებლივ და უპირობოდ” გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ძალით ხელისუფლების დამხობა მალიში გასული წლის აგვისტოშიც მოხდა, რის შედეგადაც მალის მაშინდელი პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა თანამდებობიდან გადადგა.










